(რეზონანსი) "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე ქვეყნის მთავარ აუდიტორად ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურის წარდგენას ამ ეტაპზე პოზიტიურად აფასებს.
გოცირიძე მექვაბიშვილის კანდიდატურის წარგდენით სასიამოვნოდ გაკვირვებულია და ამბობს, რომ მთავარია, წარგდენლი რამდენად დამოუკიდებელი, პრინციპული იქნება და მთავრობის ზეწოლას დაემორჩილება თუ არა.
”ერთია ადამიანის ბიოგრაფიული მონაცემები და მეორეა, მისი პრინციპულობა, ხასიათი და უნარი, შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და ზეწოლას გაუძლოს. გენარალურ აუდიტორს ძალიან დიდი კონსტიტუციური იმუნიტეტი აქვს. მას ხელს ვერავინ ვერასდროს ახლებს. ”ქართულმა ოცნებამ” დიდი მონდომების მიუხედავად, ”ნაციონალური მოძრაობის” დროს დანიშნული ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და გენერალური აუდიტორი, თანამდებობიდან ვერ გაათავისუფლა, რადგან მათ საქართველოს კონსტიტუცია იცავს.
„ამიტომ მან უნდა იგრძნოს, რომ არის დამოუდებელი და”ქართუს” ბიჭი არ უნდა გახდეს - ისეთი ხელის ბიჭი, რომლებიც დღეს საქართველოს მართვენ. ჩვენ ირაკლი მექვაბიშვილის მუშაობის პირველ პერიოდს დავაკვირდებით და ამის შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ ჩვენს პოზიციას განვსაზღვრავთ”, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ გოცირიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალი ხელმძღვანელის კანდიდატად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელი ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინა. საკანონმდებლო ორგანო მექვაბიშვილს თანამდებობაზე 20 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.