რეზონანსი
08.09.2017

 (რეზონანსი) ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა დაახლოებით 60-მდე ძირი ნაძვის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს. ხეების ჭრის ფაქტი სურამთან ახლოს დაფიქსირდა.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად შიდა ქართლის რეგიონის ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაკალათუბანის მიმდებარედ, სურამთან ახლოს ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე, დაახლოებით 60 ძირი ნაძვის, უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს", - ნათქვამია აღნიშნულ სააგენტოში

მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის, ადგილზე უწყების წარმომადგენლები რჩებიან, რომლებიც ტერიტორიის აღწერას და გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებას აწარმოებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×