რეზონანსი
08.09.2017

 (რეზონანსი) პარტია „ბატკივშინას" ლიდერის იულია ტიმოშენკოს განცხადებით,10 სექტემბერს პოლონეთში გაემგზავრება, რათა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნებაში დაეხმაროს.

„მე მიხეილ სააკაშვილს მხარს აუცილებლად დავუჭერ. მე საზღვარზე გავემგზავრები. ის 10 სექტემბერს მშვიდობიანად მოსვლას და წერილის წარდგენას აპირებს, რაც იმის საფუძველია, რომ სააკაშვილს უკრაინაში ცხოვრების უფლება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მას მოქალაქეობა ჩამოართვეს", - განაცხადა ტიმოშეკომ.

შეგეხსენებთ, რომ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბრეს, პოლონეთიდან „კრაკოვეცის" საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით გეგმავს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×