(რეზონანსი) მექსიკაში 8,1 მაგნიტუდის მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა.
პრეზიდენტის განცხადებით, ეს იყო ბოლო 100 წელიწადში ქვეყანაში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა.
ცოტა ხნით ადრე, შტატ ოაჰაკას მერმა ალეხანდრო მურატამ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა, მათგან 17 ქალაქ ჰუჩიტან დე სარაგოსაში.
როგორც, მექსიკის ეროვნული სეისმოლოგიური სამსახურია აცხადებს, მექსიკის სანაპიროსთან 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ 61 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.
მიწისძვრის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე, 200 ათასი მომხმარებელია დარჩენილი. ქვეყნის პირველი პირის თქმით, მიწისძვრის შემდეგ მექსიკაში განმეორებითი ბიძგები დაფიქრდა.
მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტრეს პიკოსიდან სამხრეთ-დასავლეთით, 119 კილომეტრში, 33 კილომეტრის სიღრმეში იყო. მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 04:49 საათზე მოხდა.
სპეციალისტები ცუნამის წარმოქმნას არ გამორიცხავენ. „წინასწარი პარამეტრების მიხედვით, მიწისძვრამ შეიძლება ძლიერი ცუნამი გამოიწვიოს", - ნათქვამია ცუნამის შესახებ წყნარი ოკეანის ცენტრის ინფორმაციაში.
სეისმოლოგები ვარაუდობენ, რომ 1 მეტრამდე სიმაღლის ტალღები წყნარი ოკეანის მთელ რეგიონშია მოსალოდნელი.