(რეზონანსი) უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახური ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ ხვალ, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე „კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტზე არც ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელი არ დაიშვება. აღნშნულზე უკრაინული მედია წერს.
ფოტო-ვიდეო გადაღება შეიზღუდება. „კომენტარებისთვის და მედიასთან კომუნიკაციისთვის გამშვები პუნქტის სიახლოვეს მედიისთვის სპეციალური მოედანი მოეწყობა." - აცხადებენ უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურში.
„იმის გათვალისწინებით, რომ 10 სექტემბერს ზოგირთი პოლიტიკური პარტია და დეპუტატი კრაკოვესიც გაშვები პუნქტის სიახლოვეს მასობრივი აქციის ჩატარებას აანონსებ, ეს კონფლიქტურ სიტოაციას და სხვა პროვოკაციების წარმოქმნის დამატებით რისკებს ქმნის", - ნათქვამია განცხადებაში.
სასაზღვრო უწყების ინფორმაციით, პოლონური მხარეც, თავის ტერიტორიაზეც გამშვებ პუნქტზე მასმედიის ნებისმიერი საშუალების მუშაობას მთლიანად ზღუდავს.
ასეთი ზომების მიღება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის, 10 სექტემბერს უკრაინაში დაგეგმილ ჩასვლას უკავშირდება.