რეზონანსი
09.09.2017

 (რეზონანსი) კიევში მომხდარი აფეთქებისას, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქე, თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი და მეტსახელად „ზონა" გარდაიცვალა, კიდევ ერთი ქალი დაშავდა. უკრაინული ტელევიზიის, „112 Украина"-ის ცნობით, ის ცნობილი მოდელი და „Dior"-ის ერთ-ერთი სახეა.

ამის შესახებ უკრაინულ ტელევიზიას მოდელის მეგობარმა განუცხადა.

„მას ნატალია ჰქვია და „Dior"-ის სარეკლამო სახე იყო" , - თქვა დაშავებული ქალის მეგობარმა და დაამატა, რომ მას ოპერაციას უკეთებენ.

კიევის ცენტრში ავტომობილი 8 სექტემბერს, გვიან ღამე აფეთქდა. უკრაინულმა პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×