(რეზონანსი) იტალიაში ორი ამერიკელი სტუდენტი სამხედრო პოლიციელებს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს. საქმეზე გამოძიება დაწყებულია. იტალიის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ,რომ სტუდენტების ბრალდება შესაძლოა საფუძვლიანი იყოს.ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი" ავრცელებს.
19 და 21 წლის ასაკის ამერიკელი გოგონები აცხადებენ,რომ პოლიციელებმა მათზე 7 სექტემბერს იძალადეს, როდესაც ღამით კლუბიდან ბრუნდებოდნენ. კარაბინერები კი ბრალდებას უარყოფენ.
იტალიური მედიის ცნობით, ღამის კლუბში ინციდენტისას ახალგაზრდებმა პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა გოგონებს მათ საცხოვრებელ სახლში დაბრუნებაში დახმარება შესთავაზა. ამერიკელი სტუდენტები აცხადებენ,რომ გაუპატიურების მცდელობა სწორედ საცხოვრებელ შენობაში მოხდა, სანამ ისინი საკუთარ ოთახებში შევიდოდნენ. როგორც სტუდენტებმა პოლიციას განუცხადეს, მათ ღამის კლუბში ალკოჰოლი მიიღეს და მარიხუანაც ჰქონდათ მოწეული.
„გაუპატიურება მძიმე ფაქტია ნებისმიერ შემთხვევაში,მაგრამ თუ ეს პოლიციელების მხრიდან დადასტურდა, ეს იქნება უმძიმესი შემთხვევა.იმედი მაქვს სიმართლე სწრაფად გაირკვევა" , - განაცხადა ადგილობრივი სამხედრო პოლიციის უფროსმა იტალიურ მედიასთან საუბრისას.