რეზონანსი
09.09.2017

 (რეზონანსი) შვეიცარიის ქალაქ კანტონიში მოკლული საქართველოს მოქალაქე გურჯაანში ჩამოასვენეს. 35 წლის ვაჟა კაციაშვილის ცხედრის საკუთარ სახლში გადასვენება მკვლელობიდან მეთორმეტე დღეს მოხერხდა. შესაბამისი პროცედურები საგარეო საქმეთა სამინისტრომ და შვეიცარიაში საქართველოს საელჩომ განახორციელა.

დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი, კაციაშვილის ბავშვობის მეგობარი, იოსებ გურგენიშვილი.მოკლულის ოჯახის ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ვალი გახდა, რომელსაც კაციაშვილი ბრალდებულს უკან სთხოვდა.

ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. ის შვეიცარიაში 2 თვის წინ გურგენიშვილთან ერთად წავიდა და უკან დაბრუნებას აპირებდა.ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×