რეზონანსი
09.09.2017

 (რეზონანსი) გამოცემა „თაიმსი" აშშ-ის პირველი ლედის ცხოვრების უცნობ დეტალებზე წერს. სტატიაში აღწერილია მელანია ტრამპის გზა მოდელობიდან პირველ ლედობამდე.

„თაიმსის" ინფორმაციით, მელანია სლოვენიის პატარა ქალაქში დაიბადა და გაიზარდა. მას მოდის მიმართ ინტერესი ადრეულ ასაკში ჰქონდა. სკოლაში თავისი ხელით ნაქსოვი ტანსაცმლით და დედის შეკერილი სამოსით დადიოდა.

„მე ყოველთვის მიყვარდა მოდა. დედაჩემი დიზაინერი იყო და თითქოს ეს „სისხლში მქონდა"" , - აცხადებს მელანია ტრამპი.

სანამ ევროპაში სამოდელო საქმიანობას დაიწყებდა, ის ფოტომოდელად ლუბლიანაში მუშაობდა.

თეთრ სახლში გადაღებული ფოტო მელანიამ პირველად 1998 წლის 3 აპრილს გამოაქვეყნა. სწორედ ამ წელს შეხვდა მომავალ მეუღლეს ნიუ-იორკში. საღამოზე მელანიას კრისტიან დიორის პალტო ეცვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×