რეზონანსი
09.09.2017

 (რეზონანსი) რუსეთში ქართული რუსულენოვანი საინფორმაციო ვებგვერდი „sova.news"-ი დაბლოკეს. ამის შესახებ ვებგვერდი თავად ავრცელებს ინფორმაციას.

„sova.news"-ის ცნობით, რუსეთში მათი დაბლოკვის მიზეზი გასული წლის 22 აგვისტოს გამოქვეყნებული სტატია გახდა, სათაურით - „ისლამური სახელმწიფოს სამხედრო მინისტრმა თარხან ბათირაშვილმა მოჯაჰიდებს ანდერძი დაუტოვა". რუსეთში მედიასაშუალებებს აკრძალული აქვთ „ისლამური სახელმწიფოს" ხსენება იმგვარად, რომ თან არ დაურთონ სიტყვები: „რუსეთში აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია".

„sova.news"-ი რუსეთის პროკურატურის მიერ 6 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაიბლოკა.

გამოცემა „ნეტგაზეთის" ცნობით, იმისათვის, რომ „სოვა" ისევ გახდეს რუსეთში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი, მედიასაშუალება საიტიდან სადაო სტატიის აღებას აპირებს და ასევე, შემდეგში ყველა სტატიაში, სადაც „ISIS"-ი იქნება ნახსენები, აღნიშნავს, რომ საუბარია „აკრძალულ ტერორისტულ ორგანიზაციაზე".

ამის შემდეგ ვებგვერდი მიმართავს რუსეთის აღმასრულებელ ფედერალურ ორგანოს, რომ მათ გვერდზე ბლოკი მოიხსნას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×