რეზონანსი
09.09.2017

 (რეზონანსი) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „თაიმსის" მსოფლიოს უნივერსიტეტების 2018 წლის რანჟირებაში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 5 პროცენტში მოხვდა. მსოფლიოს საუკეთესო 1500-ზე მეტ გლობალურ-კვლევით უნივერსიტეტს შორის თსუ 1001-ე ადგილს იკავებს და რანჟირების ჩამონათვალში საქართველოდან და რეგიონიდან კვლავ ერთადერთი უნივერსიტეტია.

„თაიმსი" მიუთითებს, რომ გამოქვეყნებული 1000-ეული მსოფლიოს 20 ათასი უნივერსიტეტის 5%-ს შეადგენს. გასული წლის რანჟირებაში გაცილებით ნაკლები, 980 საუკეთესო უნივერსიტეტი გამოვლინდა, სადაც თსუ-ს 801-ე ადგილი ეკავა.

თსუ-მ ყველაზე მაღალი შეფასება საერთაშორისო ცნობადობის კომპონენტში მიიღო, რაც საერთაშორისო თანამშრომლობასთან ერთად საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი პერსონალის რაოდენობის შეფარდებას გულისხმობს.

სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა „Times Higher Education"-ის ევროპული უნივერსიტეტების რანჟირება, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროპის 400 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალში 301-ე პოზიცია დაიკავა. ევროპის 2018 წლის რანჟირებაში სულ 35 ევროპული ქვეყანა მოხვდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×