რეზონანსი
09.09.2017

 (რეზონანსი) „მექსიკის საზღვარზე პატარა ბიჭი, შავი თმითა და შავი თვალებით, აშშ-ის ტერიტორიაზე ინტერესით იყურება" - ამ სათაურის სტატიას „New York Times"-ი აქვეყნებს, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვარზე ფრანგი ფოტოგრაფის ინსტალაციას ეხება.

ფრანგმა ფოტოგრაფმა JR-მა მექსიკის საზღვარზე რამდენიმე ათეული მეტრის მქონე ინსტალაცია გააკეთა, რომლის მიზანიც საიმიგრაციო პოლიტიკაზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იყო.

ბავშვის ფიგურა საზღვარზე არსებულ ჯებირზე 20 მეტრით მაღალია. ინსტალაციის შინაარსი შემდეგია - 1 წლამდე ბიჭი დედასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად მექსიკის ქალაქ ტეკატეში ცხოვრობს, რომელიც აშშ-სთან საზღვარზე მდებარეობს.

„1 წლის ადამიანი ვერ ხვდება რომელ მხარეს არის უკეთესი ან არსებობს თუ არა საერთოდ „უკეთესი მხარე" , - ამბობს JR-ი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×