რეზონანსი
09.09.2017

 (რეზონანსი) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ თურქეთის მხარესთან მოლაპარაკებები გამართა. მისი განცხადებით, შეხვედრაზე თურქეთში, ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესზე ისაუბრეს.ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მიიღო პირობა, რომ ამ პროექტებში უშუალოდ იქნება ჩართული.

„უახლოეს 15 დღეში შეჯერებული იქნება სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა. პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მივიღეთ დაპირება, რომ ამ სამუშაო ჯგუფის შექმნის შემდგომ გადმოგვეცემა ოშკის პროექტი გასაცნობად და ჩვენი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება. სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, მაგალითად პარხალში, მისი პროექტიც გადმოგვეცემა" , - აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი.

საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაცია თურქეთში 7 სექტემბერს გაემგზავრა. სამუშაო ვიზიტი ხვალ, 9 სექტემბერს დასრულდება. ვიზიტის ფარგლებში, ანკარაში მიხეილ გიორგაძე კოლეგას, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს ნუმან ქურთულმუშს შეხვდა.

შეთანხმება თურქეთსა და საქართველოს შორის 2017 - 2021 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მიმდინარე წლის 23 მაისს გაფორმდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×