რეზონანსი
10.09.2017

 (რეზონანსი) კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ნაწილი ამ დრომდე საგარეჯოსა და გურჯაანის საავადმყოფოებში რჩება. გურჯაანის კლინიკაში მოთავსებული სამი პაციენტიდან, ორი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. განსაკუთრებით მძიმეა 14 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

გუშინ გვიან ღამით გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანთან ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა.მათგან ერთ-ერთი ფორდის მარკის სამარშრუტო ტაქსი და სამი მსუბუქი ავტომანქანაა.შემთხვევის შედეგად სულ 11 ადამიანი დაშავდა. 5 დაშავებულს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება. დანარჩენი 6 კი გურჯაანის და საგარეჯოს კლინიკებში მოათავსეს.

ავარიის სავარაუდო მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე და ცუდი ხილვადობა სახელდება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×