რეზონანსი
10.09.2017

 (რეზონანსი) სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. 1979 წელს დაბადებული დ.ჯ., რუსთავში, საკუთარ ბინაში აიყვანეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა საკუთარ მეუღლეზე - 1987 წელს დაბადებულ დ.ს.-ზე, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. ასევე დადგინდა, რომ დ.ჯ.-მ მეუღლის მიმართ ანალოგიური ქმედება წარსულშიც რამდენჯერმე ჩაიდინა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×