რეზონანსი
10.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შესვლას ავტობუსით შეეცდება. „უკრაინსკაია პრავდა"-ს ინფორმაციით, ავტობუსი უკვე მიემართება პოლონეთი-უკრაინის საზღვრისკენ, სადაც დღეს დილით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი პრესკონფერენციას გამართავს და შემდეგ უკრაინის საზღვრის გადაკვეთას რეპორტიორებთან ერთად შეეცდება.

სამგზავრო ავტობუსში იმყოფებიან უცხოური პრესის წარმომადგენლებიც. როგორც სააკაშვილის თანაშემწე ამბობს, მათ შორის არის „ფრანს პრესის", „ასოშიეთიდ პრესის", „ფრანკფურტერის" რეპორტიორები.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას კოროჩევა - კრაკოვეცის სასაზღვრო პუნქტიდან გეგმავს. ექსპრეზიდენტს საზღვრის ერთი მხრიდან შვილი და ჟურნალისტები მოჰყვებიან, მეორე მხარეს კი მას სამართალდამცველები და სცენა ელოდება, სადაც სიტყვით უნდა გამოვიდეს, ეს ის შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შეუშვებენ.

კრაკოვეცში ელოდებიან იულია ტიმოშენკოს და უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრსაც. მიხეილ სააკაშვილი საზღვარს თბილისის დროით 4 საათზე გადალახავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×