რეზონანსი
10.09.2017

 (რეზონანსი) ადამიანის სექსუალური ორიენტაციის დადგენა უკვე მისი ფოტოთიც შეიძლება. სტენფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ადამიანის სექსუალური ორიენტაციის განსაზღვრა ფოტოს მიხედვით. ამის შესახებ ტელეკომპანია „CNBC"-ი იუწყება.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ რობოტის მხედველობა 81%-ის შემთხვევაში, სწორად ასახელებს კაცის ორიენტაციას, ხოლო 74%-ის შემთხვევაში - ქალის. ასევე, ადამიანებს ჰომოსექსუალი და ჰეტეროსექსუალი კაცის გარჩევა ერთმანეთისგან საშუალოდ 61%-ის შემთხვევაში შეუძლია, ხოლო 54%-ი კი სწორად ასახელებს ქალის ორიენტაციას.

იმ შემთხვევაში, როდესაც რობოტი სწავლობს ადამიანის 5 ფოტოს, მამრობითი სქესის შემთხვევაში 91 სწორ პასუხს სცემს, ხოლო მდედრობითის შემთხვევაში - 83-ს.

კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს გააჩნიათ „გენდერ-ატიპური" სახის ნაკვთები. გარდა ამისა, სპეციალისტების აზრით, ხელოვნურ ინტელექტზე ჩატარებული ექსპერიმენტით მტკიცდება, რომ სექსუალური ორიენტაცია ადამიანის ბუნებრივი თვისებაა და არა შეძენილი.

კვლევაში ჩართული მეცნიერები ფიქრობენ, რომ ხელოვნური ინტელექტით ადამიანის პოლიტიკური შეხედულებების დადგენაც შესაძლებელია, თუმცა განსაკუთრებული სიზუსტით სექსუალური ორიენტაციის ამოცნობა შეიძლება. მეცნიერები ამ აღმოჩენაში ლგბტ თემის უფლებების დარღვევის საფრთხესაც ხედავენ.

„იმის გათვალისწინებით,რომ კერძო და საჯარო ორგანიზაციები სულ უფრო მეტად იყენებენ კომპიუტერულ ხედვას, ვიზუალურ მონაცემებს, ჩვენი მიგნება საფრთხეს შეუქმნის ლგბტ-ების უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას" , - განაცხადა მეცნიერმა კოსინსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×