რეზონანსი
10.09.2017

 (რეზონანსი) ქარიშხალი „ირმა" ფლორიდას მიუახლოვდა. სტიქია შტატის სამხრეთით, პატარა კუნძულებსა და მაიამის უტევს, სადაც კომენდანტის საათიც გამოცხადდა.

კუბის ტერიტორიის დატოვების შემდეგ, ქარიშხალი შედარებით შესუსტდა, თუმცა ახლა კვლავ გაძლიერდა და მეოთხე კატეგორიის შტორმი გახდა. მისი სიჩქარე ამ დროისთვის საათში 210 კილომეტრს აღწევს.

ქარიშხალი ფლორიდას რამდენიმე საათში,დღის მეორე ნახევარში გადაუვლის. ევაკუაციის ბრძანება 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. შტატის გუბერნატორის, რიკ სკოტის განცხადებით, მოსახლეობას რეკომენდაცია ეძლევა, დატოვონ თავიანთი სახლები და თავშესაფარში გადავიდნენ, ასევე, თავი შეიკავონ მგზავრობისგან. ფლორიდის გუბერნატორის განცხადებით, ისინი, ვინც ინსტრუქციას არ დაემორჩილნენ, რისკის ზონის დატოვებას ვეღარ მოასწრებენ.

სანაპიროზე ტალღების სიმაღლე რამდენიმე მეტრს არწევს. 200 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×