რეზონანსი
10.09.2017

 (რეზონანსი) მიხეილ სააკაშვილი პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე გადასვლას ავტობუსით შეეცდება. ტრანსპორტში ოდესის ყოფილ გუბერნატორთან ერთად მედიასაშუალებებიც არიან. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პირველ არხს არ მიეცა შესაძლებლობა, მოხვედრილიყო იმ ავტობუსში, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინის საზღვრისკენ მიემართება.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი იუწყება, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა პირველ არხს პრორუსული არხი უწოდა. ქართული ტელევიზიებიდან ავტობუსში მხოლოდ „რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი იმყოფება. პირველ არხს ავტობუსში გადაღებული ფოტოები პოლონელმა კოლეგებმა მოაწოდეს.

პოლონეთში მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ექსპრეზიდენტმა პირველი არხი დაახასიათა როგორც პრორუსული არხი, შესაბამისად, პირველი არხის გადამღები ჯგუფი ვერ იღებს ინფორმაციას დაგეგმილი ღონისძიებების ადგილმდებარეობის და დროის შესახებ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინაში დაბრუნებას დღეს გეგმავს. ის საზღვარს დაახლოებით, თბილისის დროით 4 საათზე გადაკვეთს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×