რეზონანსი
10.09.2017

 (რეზონანსი) უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის სასაზღვრო სამსახური მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინაში შესვლის შემთხვევაში პასპორტის ჩამორთმევას და პოლონეთში გაბრუნებას აპირებს. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის, ვალერი სერვიატუკის განცხადება ტელეკომპანია „24tv"-მა გაავრცელა.

„სააკაშვილს რამდენიმე უკრაინული პასპორტი აქვს, ერთი შიდა და ორი უცხოური. ამიტომ ეს პასპორტები გაუქმებულია. სასაზღვრო სამსახურმა მიიღო დავალება, მას ეს პასპორტები ჩამოართვას", - განაცხადა სერვიატუკმა.

დღეს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. ის ქვეყანაში კოროჩევა - კრაკოვეცის სასაზღვრო პუნქტიდან შევა. ექსპრეზიდენტს საზღვრის ერთი მხრიდან შვილი და ჟურნალისტები მოჰყვებიან. თბილისის დროით მიხეილ სააკაშვილი საზღვარს 4 საათზე გადალახავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×