რეზონანსი
10.09.2017

 (რეზონანსი)მატარებელში, რომელიც პოლონეთიდან უკრაინაში უნდა გამგზავრებულიყო, მიხეილ სააკაშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „იმედის" ჟურნალისტებმა მიმართეს კითხვით, თუ რატომ არ აპირებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ურთიერთობას და ასევე რატომ არ მიიწვია პირველი არხი არც ერთ ღონისძიებაზე.

„თქვენ ისევე თავისუფლები ხართ, როგორც მე ვარ კიტრი. აქ არიან სერიოზული პოლიტიკოსები და მოიქეცით ნორმალურად. მე ვფიქრობ, რომ თქვენი ადგილი არის ივანიშვილის გვერდზე და ახლა დამანებეთ თავი. ნუ უშლით ხელს ხალხს მუშაობაში. თქვენ ჟურნალისტები არ ხართ, თქვენ ხართ ივანიშვილის ჩვეულებრივი აგენტები და ივანიშვილის დაქირავებული ცრუპენტელა არხები. ეგრეა ზუსტად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს მატარებელში რამდენჯერმე „ფეისბუქ" ლაივის განხორციელებაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა ხელი შეუშალეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×