რეზონანსი
10.09.2017

 (რეზონანსი)კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ სანაკრებო კარიერის სავარაუდო დასრულების შესახებ განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელზე „საკალათბურთო მიმოხილვაში" სტუმრობისას გააკეთა.

„რთულია სანაკრებო კარიერის დასრულებაზე საუბარი, ბევრ რამეზეა ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული. ალბათ მეც მაგ გზას გავყვები და დიდი შანსია, რომ სანაკრებო კარიერას დავასრულებ. ჯობია ახალგაზრდებს მისცე შენი სათამაშო დრო და ადგილი. თაობათა ცვლა გარდაუვალია, ჯობია ნაადრევად დავიწყოთ, რომ ახალგაზრდებმა დროულად აიღონ სანაკრებო ტვირთი" , - განაცხადა გიორგი ცინცაძემ.

სანაკრებო კარიერა დაასრულა გუნდის კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×