რეზონანსი
10.09.2017

 (რეზონანსი)ცნობილი პროდიუსერი რაიან მერფი „Netflix"-თვის სერიალს „Ratched" გადაიღებს, რომელიც ფილმის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" გაგრძელება იქნება.

სერიალი უფროსი მედდის, მილდრედ რეტჩედის შესახებ იქნება და ორი სეზონისა და 18 ეპიზოდისგან შედგება. ახალ ნამუშევარში მთავარ როლს სარა პოლსონი შეასრულებს. გადაღებები 2018 წელს დაიწყება.

„ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" ამერიკული დრამაა, რომელიც ეკრანებზე 1975 წელს გამოვიდა. ფილმი გადაღებულია 1962 წელს გამოცემული, ამერიკელი ნოველისტის, კენ კიზის რომანის „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა" მიხედვით. მილდრედ რეტჩედის როლი 1975 წელს ლუიზა ფლეტჩერმა განასახიერა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×