რეზონანსი
10.09.2017

 (რეზონანსი) „Statista" მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს. აპრილის მონაცემებით ლიდერი „Apple"-ია. 1976 წელს კალიფორნიაში სტივ ჯობსის და სტივ ვოზნიაკის მიერ დაარსებული კომპანიის საბაზრო ღირებულება 752 მილიარდი აშშ დოლარია.

პირველი პროექტი, რომელიც ჯობსმა და ვოზნიაკმა განახორციელეს, მოწყობილობა „BlueBox"-ი იყო. ის ტელეფონის ქსელში აგზავნიდა იმპულსებს და მწყობრიდან გამოჰყავდა სატელეფონო სადგური. ამ მოწყობილობით შესაძლებელი იყო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უფასოდ დარეკვა.

კომპანია „Alphabet"-ი კარგად ნაცნობი „Google"-ის მშობელია. კომპანია 579,5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

მესამე ადგილზეა „Microsoft"-ი. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 97 ათასი ადამიანი. მისი ღირებულება 507.5 აშშ მილიარდი დოლარია.

მეოთხე და მეხუთე ადგილებზე არიან Amazon.com და Berkshire Hathaway, 427 და 409.9 მილიარდი აშშ დოლარიანი საბაზრო ღირებულებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×