(რეზონანსი) საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს უკრაინაში შესვლას პოლონეთის საზღვრიდან, ჯერ ავტობუსით, შემდეგ კი მატარებლით ცდილობდა. საბოლოოდ სააკაშვილს მატარებლის დატოვება მოუწია. მატარებელი პოლონეთში, სადგურში რამდენიმე საათი იყო გაჩერებული, რადგან სადგურის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ვაგონში იმყოფებოდა პერსონა, რომელსაც უკრაინაში ლეგალურად შესვლის უფლება არ აქვს.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი და მათი უმცროსი ვაჟიც იყვნენ.
„ზუსტად არ ვიცით,როგორ იქნება და რა იქნება, მაგრამ ვიცით,რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის. ამიტომ არ გვეშინია" , - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
„არ ვიცი, სკოლას ვაცდენ. ვნერვიულობ, ღმერთმა დაგვიფაროს" , - ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი.