რეზონანსი
11.09.2017

 (რეზონანსი)ტეხასის შტატში სროლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალაქ პლანოში მდებარე ერთ-ერთ სახლში მამაკაცმა შენობაში მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. თავად თავდამსხმელი ადგილზე მისულმა პოლიციამ მოკლა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცველებისთვის თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

პოლიციელები ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სროლის ხმის გაგონებისთანავე, დილის 8:00 საათზე გამოიძახეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×