(რეზონანსი) ამერიკელმა ოსკაროსანმა მსახიობმა, ჯენიფერ ლორენსმა რუსულ მედიასთან ურთიერთობაზე უარი თქვა. იგი ლონდონში, ფილმ „დედა"-ს პრემიერაზე იმყოფებოდა, იქიდან გამოსულმა კი რუსულ პრესასთან ურთიერთობა პოლიტიკური მოტივით არ ისურვა.
ამის შესახებ ლონდონის პრემიერაზე მყოფი ბელგიელი ჟურნალისტი წერს. ჟოელ ლერერის თქმით, ეს ინფორმაცია კინოინდუსტრიის პრესსამსახურმაც დაადასტურა. მათ პრესკონფერენციაზე მისული რუსი ჟურნალისტები შენობაში არ შეუშვეს და ამის მიზეზად, მსახიობის პოლიტიკური შეხედულებები დაასახელეს.
„როგორც წესი, პოლიტიკურ შეხედულებებზე არავინ საუბრობს. თუმცა, ჩვენ ვთხოვეთ პრესსამსახურს,რომ აეხსნათ რა იყო რუსულ მედიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის მიზეზი. თუმცა, პრესსმასახურის წარმომადგენელა არ გვიპასუხა, მან უბრალოდ ირონიულად ჩაიცინა" , - წერს ბელგიელი ჟურნალისტი.
რუსი ჟურნალისტები მიიჩნევენ,რომ ლორენსი არასწორად მოიქცა და პოლიტიკური მოტივით პასუხების გაცემაზე უარის თქმა უსამართლობაა.
ფილმის „დედა" რუსული პრემიერა 14 სექტემბერს გაიმართება. მთავარ როლებს ჯენიფერ ლოურენსი, ხავიერ ბარდემი და მიშელ პფეიფერი ასრულებენ.