რეზონანსი
11.09.2017

 (რეზონანსი) მიხეილ სააკაშვილი ისევ ლვოვში რჩება. ჯერჯერობით უცნობია, როდის აპირებს ოდესის ყოფილი გუბერნატორი მხარდამჭერებთან და რადას დეპუტატებთან ერთად კიევში ჩასვლას. მიხეილ სააკაშვილი მომხრეებთან კონსულტაციებს გადის.

უკრაინის პოლიციამ საზღვრის უკანონო, დამამძიმებელ გარემოებებში გადაკვეთის გამო, გამოძიება დაიწყო. სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები შესაძლოა დააკავონ.უკრაინული ოპოზიციური პარტიები სააკაშვილს და მის მოკავშირეებს სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ.

პოლონეთის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი მიუძღვნა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა. ავაკოვმა სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები გააკრიტიკა და უკრაინის სახელმწიფო ორგანოების დისკრედიტაციაში დასდო ბრალი.

უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა და შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ პარტია „ბატკივშინას" ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ და კიდევ ოთხმა დეპუტატმა, უკრაინის საზღვარი მიხეილ სააკაშვილთან ერთად არალეგალურად გადალახა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×