რეზონანსი
11.09.2017

 (რეზონანსი) სააკაშვილის მიერ უკრაინაში შეჭრას და სასაზღვრო კორდონის გარღვევას, საქართველოში პარლამენტარები ეხმაურებიან.უმრავლესობაში ამბობენ, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, სააკაშვილი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს.

„სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ავანტიურისტი, ამიტომ ის ფორმები და მეთოდები, რომელსაც ის პოლიტიკაში ირჩევს, როგორც წესი, მიმართულია, არეულობისკენ, კონფლიქტებისკენ. ჩვენი მორალური ვალდებულებაა, ვგულისხმობ ქართულ სახელმწიფოს, რომ გაკეთდეს ყველაფერი, რომ ის წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. უკრაინის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა თავის დროზე დაუშვა შეცდომა, რომ ეს ტროას ცხენი თავისთან შეათრია" , - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×