რეზონანსი
11.09.2017

 (რეზონანსი) უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა და ყველა იმ ადამიანმა, ვინც საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, მოვლენების განვითარების ორ შესაძლო ვარიანტიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიონ. ამის შესახებ ავაკოვი „ფეისბუქზე" წერს.

„სასაზღვრო - გამშვებ პუნქტ შეგენზე მისვლა და რეგისტრაციის პროცედურის გავლა, ან საემიგრაციო სამსახურის დეპარტამენტში სტუმრობა" , - წერს ავაკოვი.

ავაკოვის თქმით, უმთავრესი მიზანი იყო, რომ პოლონეთი - უკრაინის საზღვარზე განვითარებული მოვლენების შედეგად სისხლი არ დაღვრილიყო და სამართალდამცველებმა ძალა სწორედ ამიტომ არ გამოიყენეს. ავაკოვი მომხდარს პროვოკაციას უწოდებს, რომელიც მისი თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ იყო მიმართული.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე განვითარებული მოვლენების გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მიხედვით, რაც უკრაინის საზღვრის უკანონო გადალახვას გულისხმობს და 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვროს პუნქტზე განვითარებული მოვლენების გამო 11 სამართალდაცმველი დაშავდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×