რეზონანსი
11.09.2017

 (რეზონანსი) ქალაქ გორში, საბჭოთა ბელადის,იოსებ სტალინის ნახატი „3 დე" ფორმატში დაამზადეს და თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ვიქტორიას" შესასვლელთან გამოფინეს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას შიდა ქართლის ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სტალინის ნახატის გამოფენის ინიციატორი საზოგადოება „გორელების" ხელმძღვანელი, ზურაბ წკრიალაშვილი იყო. ის სასტუმროს ერთ-ერთი მეწილეა.

„თუ ვინმეს არ მოეწონება, გადაეცით ჩემგან მოკითხვა. უნდა გამოვაკრათ,რადგან გორელები ვართ და ვალდებულები ვართ" , - განაცხადა წკრიალაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×