რეზონანსი
11.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმ ავტობუსში, სადაც წუხელ იმყოფებოდა, უკრაინის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა და მისი პასპორტი მოიპარა.

„პოლონელებმა ჩამირტყეს შტამპი, როგორც კანონი ითვალისწინებდა. შემდეგ მივედი უკრაინელებთან, რომ მიმეცა პასპორტი, მაგრამ მათ ეს არ მიიღეს. ხალხმა ამიყვანა ხელში ისე, რომ არც მკითხა და გადამიყვანეს უკრაინის ტერიტორიაზე ხელში აყვანილი. მე ჩემი პასპორტი მქონდა ავტობუსში - იქ, სადაც მოვიდა პოლიცია, ჩაატარა ჩხრეკა და მომპარეს პასპორტი" , - აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, დღეს დილით, როგორც კანონი ითვალისწინებდა, მისი ადვოკატი საემიგრაციო სამსახურში მივიდა და ყოფილი პრეზიდენტის განცხადება წარადგინა. სააკაშვილის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე სრულიად ლეგალურად იმყოფება.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 10 სექტემბერს უკრაინის საზღვარი მხარდამჭერების დახმარებით გადალახა, მათ სასაზღვრო კორდონი გაარღვიეს. უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს ქვეყანაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრები, რადას დეპუტატები და უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი, იულია ტიმოშენკოც იმყოფებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×