რეზონანსი
11.09.2017

 (რეზონანსი) წყნეთში მოსახლეობა ხეების მოჭრას აპროტესტებს. ადგილობრივებთან ერთად, ადგილზე „პარტიზანი მებაღეების" წევრი, ნატა ფერაძე და თბილისი მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის შტაბის წარმომადგენელი, ლაშა მესხი იმყოფებიან.

კომპანია „თბილ-სერვის ჯგუფმა" უკვე დაახლოებით 10 ხე მოჭრა და როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, მათი უმეტესობა, ნედლი და საღი ხე იყო.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მერიისგან ნებართვა აქვთ მიღებული და კიდევ 1500 ძირის მოჭრა აქვთ დაგეგმილი.

„პარტიზანი მებაღეები" აცხადებენ, რომ მერიამ ნებართვა უსამართლოდ გასცა, ხოლო ადგილი ბიზნესმენებისთვის მიმზიდველია. აქციის მონაწილეები ამ დრომდე ადგილზე რჩებიან და მერიის წარმომადგენლებს ელოდებიან, რათა მათგან პასუხები მოისმინონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×