(რეზონანსი) განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, თანამედროვე სკოლაში მასწავლებელი არის ფასილიტატორი, როგორც ბებია სახლში, რომელიც ბავშვებს კი არ ხელმძღვანელობს, არამედ ყურადღებას აქცევს. ამის შესახებ ჯეჯელავამ „იმედის" ეთერში განაცხადა.
„თამაში, რემელსაც აზარტი ახლავს, აზარტული თამაში არ არის. თამაშით სწავლა იწვევს ბავშვებში სწორედ აზარტს. ეს ჩვენ თავშია ჩარჩენილი რომ მასწავლებელი არის გემის კაპიტანი. თანამედროვე სკოლაში მასწავლებელი არის ფასილიტატორი. როგორც ბებია სახლში, ბავშვებს კი არ ხელმძღვანელობს რა ითამაშონ, რამე რომ არ დაიზიანონ იმას აკეთებს. თანამედროვე კლასში მასწავლებელი ხანდახან კუთხეში ზის და უყურებს ან არ იჩხუბონ ან რამე" , - განაცხადა ჯეჯელავამ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში საპილოტე რეჟიმში სამაგიდო თამაშების შეტანას გეგმავს. სამინისტროში მიიჩნევენ, რომ სამაგიდო თამაშები მოსწავლეს უვითარებს როგორც გუნდურობის შეგრძნებას, ასევე, ინდივიდუალურ სწრაფვას გამარჯვებისა და წარმატებისკენ.