(რეზონანსი) „CNN"-ის ჟურნალისტის კითხვაზე, „როგორ გინდათ ამერიკელმა ხალხმა დაგიმახსოვროთ?" სენატორმა ჯონ მაკკეინმა უპასუხა:
„ის ემსახურებოდა თავის ქვეყანას, ყოველთვის მართალი არ იყო, ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ თავის ქვეყანას ემსახურებოდა". მოხარული ვიქნები თუ შეეძლებათ , რომ დაამატონ „ღირსეულად".
ამერიკელ სენატორს, 80 წლის ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე, გლიობლასტომა დაუდგინდა. ის ამჟამად მკურნალობის ეტაპს გადის, თუმცა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას აგრძელებს.
წარმოშობით არიზონას შტატიდან, რესპუბლიკელი სენატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში 1987 წლიდან მუშაობს. ის 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატი იყო და ბარაკ ობამას წინააღმდეგ იბრძოდა.