რეზონანსი
11.09.2017

 (რეზონანსი) შვეიცარიაში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას შვეიცარიის პოლიციაზე დაყრდნობით, ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი" ავრცელებს.

დაშავებულებიდან მძიმე მდგომარეობაში არავინაა. შემთხვევა შვეიცარიის ალპებში, ერთ-ერთ სოფელში მოხდა. შეჯახების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები იმყოფებოდნენ.

სამგზავრო მატარებელი 5 ვაგონისგან შედგებოდა და მასში სულ 100 მგზავრი იჯდა. მატარებელი მოხვევისას პარალელურ ლიანდაგზე გადავიდა, რის გამოც მეორე მატარებელს დაეჯახა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×