რეზონანსი
12.09.2017

 (რეზონანსი) მიხეილ სააკაშვილი ისევ სასტუმრო „ლეოპოლისში" რჩება და ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.უკრაინული გამოცემის წარმომადგენელმა მიხეილ სააკაშვილს მის შემოსავლებსა და სასტუმროს ნომრის ღირებულებებთან დაკავშირებით ჰკითხა.

კითხვის საპასუხოდ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი, როგორც ტელეწამყვანის ყოველთვიური ანაზღაურება დაახლოებით 50 ათასი ლირაა და ასევე აქვს ანგარიში, რომელიც დაუხურეს. სააკაშვილის თქმით, მისი შემოსავალი საკმარისია იმისთვის, რომ შემოიაროს უკრაინის რეგიონები, ასევე ჩავიდეს კიევში და სასამართლოს გზით იბრძოლოს მოქალაქეობის დასაბრუნებლად.

„ძალიან მომწონს ლვოვის ცენტრში ცხოვრება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ გამოდის. როდესაც გავემგზავრები, ეს მოხდება დღეს ან ხვალ, მე ვაპირებ უკრაინის ტერიტორიაზე გავლას. მე გამოვაცხადებ ტურნეს უკრაინაში, მოვივლი ყველა ქალაქს, წავალ ხარკოვში, ოდესაში, შემდეგ გავემგზავრები კიევში, იმისთვის, რომ შეწყვიტონ ეს ისტორია, მოდიან აქ და ხელს მიშლიან გეგმების განხორციელებაში" , - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც ბრიფინგის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა განმარტა, ჟურნალისტებითან კითხვების დასრულების შემდეგ, პროტოკოლის ჩაბარების პროცედურები გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×