რეზონანსი
12.09.2017

 (რეზონანსი) მოქალაქეთა საინიციტივო ჯგუფი ქალებისა და კაცებისთვის საპენსიო ასაკის გათანაბრებას ითხოვს. მათ შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში უკვე დაარეგისტრირეს. ცვლილებას „სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონი ითვალისწინებს.

პროექტის თანახმად, საპენსიო ასაკი ორივე სქესის წარმომადგენლისთვის 60 წლით განისაზღვრება. მოქმედი კანონით, კაცებისთვის საპენსიო ასაკი 65 წლით განისაზღვრება, ქალებისთვის - 60 წლით.

როგორც ინიციატორები განმარტავენ, პენსიაზე უფლების წარმოშობა ქალებისა და კაცებისთვის ასაკობრივი თალსაზრისით თანაბარი უნდა იყოს და ამ ნიშნით ასაკობრივი დიფერენცირება უნდა გაუქმდეს.

„კანონპროექტის შემუშავების მიზანია დღემდე არსებული დისკრიმინაციის აღმოფხვრა და რეალური თანასწორობის უზრუნველყოფა", - აღნიშნულია ინიციატივის განმარტებით ბარათში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×