რეზონანსი
12.09.2017

 (რეზონანსი) ევროკავშირმა რუსეთის დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ახალი ვებგვერდი აამოქმედა. როგორც ბრიუსელში აცხადებენ, აღნიშნული რესურსის მიზანი „კრემლის პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის გააქტიურებაა". „euvsdesinfo.eu"-ზე უკვე განთავსებულია 18 ენაზე დაწერილი 3000-ზე მეტი ყალბი სტატია, რომელიც ევროკავშირის მკვლევრებმა გამოავლინეს.

ვებგვერდზე ასევე გამოქვეყნდება ინტერაქტიული სტატისტიკა და სტატიები ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2015 წელს განაცხადა, რომ შექმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ ყალბი და დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას შეეწინააღმდეგება.

ამ ჯგუფის სამიზნე აუდიტორიას პირველ რიგში აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მოქალაქეები წარმოადგენენ. 2016 წელს კი ევროკავშირმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მესამე ქვეყნებისა და მათ შორის რუსეთის პროპაგანდასთან ბრძოლას ეხება.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×