რეზონანსი
12.09.2017

 (რეზონანსი) საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასის ზრდა და ლარის კურსის ბოლოდროინდელი მერყეობა საქართველოში ნავთობპროდუქტებზე უკვე აისახა. თითქმის ყველა ტიპის საწვავი საშუალოდ 5 თეთრით გაძვირდა.ზოგიერთ ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე ბოლო დღეების განმავლობაში საწვავი უკვე გაზრდილი ღირებულებით იყიდება.

„ლუკოილის" ბენზინგასამართ სადგურებზე 10 სექტემბრის შემდეგ საწვავის ფასმა 5 თეთრით მოიმატა. „ევრო სუპერი" 2.29 ლარი ღირს, 10 სექტემბერს მისი ფასი 2.24 ლარი იყო. „პრემიუმ ავანგარდის" ფასი - 2.14 ლარიდან და 2.19 ლარამდეა გაზრდილი. „ევრო რეგულარის" ტიპის საწვავი 1.94 ლარი ღირდა, დღეს კი მისი ფასი - 1.99 ლარია.

საწვავი გაძვირებულია „ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურებზეც. დღეს ეკო-სუპერი" 2.39 ლარი ღირს, 24 აგვისტოს მდგომარეობით კი მისი ფასი 2.35 ლარი იყო. „ეკო-პრემიუმის" ფასი - 2.23 ლარიდან 2.27 ლარამდეა გაზრდილი. „ეკო -დიზელის" ტიპის საწვავი - 2.14 ლარი ღირს, აქამდე 2.04 ღირდა. „ევრო-რეგულარის" ღირებულება - 2.04 ლარიდან 2.08 ლარამდე გაიზარდა.

ფასები 2-5 თეთრით არის მომატებული ზოგიერთი ტიპის საწვავზე „გალფის" და „სოკარის" სადგურებზეც. საწვავის ფასებმა გასულ თვეშიც მოიმატა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×