რეზონანსი
12.09.2017

 (რეზონანსი) მიხეილ სააკაშვილმა საზღვრის არაკანონიერად გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციულ პროტოკოლს ხელი მოაწერა. ოფიციალური პროცედურები უკვე დასრულებულია. მესაზღვრეებმა და პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც სასტუმრო „ლეოპოლისში" დილის 7 საათიდან იმყოფებოდნენ, ტერიტორია უკვე დატოვეს.

მესაზღვრეების ინფორმაციით, სამართალდარღვევის განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის საქმის სასამართლო განხილვა უკრაინაში 18 სექტემბერს 15:00 საათისთვისაა დაგეგმილი. სხდომა ლვოვის რაიონის ერთ-ერთ რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის იურისტების თქმით, პროტოკოლში სამი ძირითადი დარღვევაა დაფიქსირებული. ადვოკატების თქმით, დარღვეულია პროტოკოლის ჩაბარების დრო. იურისტებმა უკვე მიმართეს საემიგრაციო სამსახურს, რათა მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებული დაცვის საჭიროების მქონე პირად აღიარონ.

„ამჟამად მიმდინარეობს ხალხის მასობრივი დაპატიმრებები, აკავებენ მათ, ვინც გამშვებ პუნქტზე საერთოდ არ ყოფილა. ისინი უბრალოდ ახლოს იყვნენ. ხელისუფლებამ დანაღმა, ან უბრალოდ ვინმემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერიტორია იყო დანაღმული. არანაირი საზღვრის უკანონო კვეთა არ მომხდარა. ყველაფერი მოხდა მიხეილ სააკაშვილის, მისი შვილის, ქალების უსაფრთხოების მიზნით" , - განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა მარკიან გალაბალამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×