რეზონანსი
12.09.2017

 (რეზონანსი) ვარძიის ღვთისმშობლის ტაძრის თამარ მეფის ფრესკა პირვანდელ სახეს იბრუნებს. 9-თვიანი სამუშაოების შედეგად ტაძარში თამარ მეფის ფრესკამ ხანძრამდელი მდგომარეობა თითქმის აღიდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში 2016 წლის 31 ოქტომბერს მომხდარი ხანძრისგან დაზიანებული ფრესკების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფმა XII საუკუნის კედლის მხატვრობის რესტავრაციაზე მუშაობა 2016 წლის დეკემბრის თვიდანვე დაიწყო. ხანძრის შემდეგ დაზიანებული ფრესკების აღდგენა ლონდონის კურტოს ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფის რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა.

სარესტავრაციო პროცესის მე-2 ეტაპის დასრულების შემდეგ, სპეციალისტები დაადგენენ გაწმენდითი პროცესის მე-3 ეტაპის იმ სამუშაო პროცედურებსა და მეთოდოლოგიას, რომელიც ღვთისმშობლის ტაძრის ფრესკებს შესაძლოა დასჭირდეთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×