რეზონანსი
12.09.2017

 (რეზონანსი)მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი და მათი უმცროსი შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი, რომლებიც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ, თბილისში დაბრუნდნენ. 10 სექტემბერს პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთას სააკაშვილი ოჯახთან ერთად ცდილობდა.

„ნიკოლოზი და მე ვამაყობთ, რომ მიშასთან ერთად ვიყავით მთელი ამ პროცესის განმავლობაში, გარდა იმ საკმაოდ დაძაბულ მომენტისა, როცა საზღვარი გადაიკვეთა. ჩვენ რამდენიმე საათის შემდეგ, ტრანსპორტის საშუალებით და მშვიდ ვითარებაში შევედით უკრაინაში შეჰინის საზღვრიდან და გუშინ საღამოს ბორისპოლის აეროპორტიდან გამოვედით, რასაც ადასტურებს ბეჭდები ჩვენს პასპორტებში" , - წერს რულოვსი „facebook"-ის პირად გვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×