რეზონანსი
13.09.2017

 (რეზონანსი) ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მოზარდია. ერთმანეთს სატვირთო ავტომანქანა, ე.წ. ტრაილერი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

დაშავებულები ბათუმის რეფერალურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ნაწილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, ნაწილმა კი სამედიცინო დაწესებულებას თავად მიმართა. მოზარდი კი დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×