(რეზონანსი) თბილისის მერიისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი გრძელდება. პროექტის ფარგლებში მეტროსადგურ "გურამიშვილის" კაპიტალური რეაბილიტაცია იგეგმება, რომლის ღირებულებაც 1 356 251 ლარია. ინფორმაციას „პირველი არხი" ავრცელებს.
სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს ,,დიკა 2010" ასრულებს, რომელიც კონტრაქტს ხელს მიმდინარე კვირის ბოლომდე მოაწერს. პროექტის დასრულების თარიღი - ხელშეკრულების გაფორმებიდან (ამ მომენტისათვის მიმდინარეობს დოკუმენტაციის დაზუსტება) 220 კალენდარულ დღეში მოხდება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „გურამიშვილის" რეაბილიტაცია ითვალისწინებს შემდეგ სამუშაოებს:
• აზბესტის დაზიანებული ქოლგების მთლიან დემონტაჟს
• თაღის ჭირხვნას წყლის მოდინების კერების გასაშრობად
• ახალი, თანამედროვე წყალამრიდი ლითონის მომინანქრებული ქოლგების მოწყობას;
•ცენტრალური, შესასვლელი კარების შეცვლას;
• ყველა სამოსამსახურეო ოთახის რემონტს;
• ძველი ელექტრო გაყვანილობა ჩანაცვლებას ახალი ელ. გაყვანილობთ;
• თანამედროვე ვიდეო მომსახურების სისტემების მონტაჟს;
• კედლების, ჭერის, კიბის მოაჯირების, დახრილი გვირაბის, ქვედა ბაქანის რემონტს, იატაკის ფილების მოხვეწას;
• ვესტიბიულის თანამედროვე დიზაინით მოწყობას.