რეზონანსი
13.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზედენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, დღეს ლვოვიდან ჩერნივციში გაემგზავრება. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას" სააკაშვილის პრესმდივანმა დარია ჩიჟმა განუცხადა.

„დღეს, 18:00 საათზე მიხეილ სააკაშვილი ჩერნივციში ცენტრალურ მოედანზე იქნება", - განაცხადა ჩიჟმა, თუმცა მას სააკაშვილის გამგზავრების ზუსტი დრო არ დაუზუსტებია.

უკრაინის შს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არტიომ შევჩენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის გადაადგილებასთან დაკავშირებით სამართალდამცველები დამატებით ზომებს არ მიიღებენ.

„ჩვენ ამ პირის თითოეულ ნაბიჯზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ. უბრალოდ, საზოგადოებრივ წესრიგს ვუზრუნველყოფთ, როგორც ეს ყველა მასობრივ შეკრებებზე ხდება ", - ამბობს არტიომ შევჩენკო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×