რეზონანსი
13.09.2017

 (რეზონანსი) ქალაქ კიევის პოლიციამ ე.წ. „კანონიერი ქურდი", წარმოშობით ქართველი გელა ჯოშუა, რომელიც კრიმინალურ სამყაროში „გელა თბილისკის" ზედმეტსახელითაა ცნობილი, მეორედ დააკავა. აღნიშნულზე ინფორმაციას კიევის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

პირველი დაკავებისას, უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა მისი რუსეთის ტერიტორიაზე გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

„პოლიციის თანამშრომლები ახლა არკვევენ ის უკრაინის ტერიტორიაზე როგორ და რა საბუთებით შემოვიდა. ამჟამად მისი გაძევების საკითხი განიხილება", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

პოლიციის ინფორმაციით, უკრაინაში „გელა თბილისკიმ" რამდენიმე დანაშაულებრივი დაჯგუფება ჩამოაყალიბა, რომლებიც მანქანების გატაცებით იყვნენ დაკავებულნი. ისინი კიევში, ნიკოლაევსა და ხერსონში მოქმედებდნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×