რეზონანსი
14.09.2017

 (რეზონანსი) დაახლოებით ერთი საათის წინ შავნაბადას მამათა მონასტერში, კელიებს ცეცხლი გაუჩნდა.

ცეცხლი ორსართულიან შენობას მოედო, სადაც მონასტრის ბერების კელიებია განთავსებული.

შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 25 მაშველი მუშაობს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მისი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×