რეზონანსი
14.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი 19 სექტემბერს კიევში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ სააკაშვილმა ქალაქ ჩერნივციში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„კიდევ რამდენიმე ქალაქს მოვივლი, შემდეგ კი კიევში გავემგზავრებით. 19 სექტემბერი - ეს დღე, როგორც მსმენია, მიხეილ მთავარანგელოზის დღეა, კიევის მფარველის. სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ კიევი!" - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, რამდენიმე კვირაში მისი თანამოაზრეები "ბევრად მეტი იქნებიან". სააკაშვილი პირობას დებს, რომ ცოტა ხნის შემდეგ "ყველაფერი დასრულდება და „შეგინის" საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს, სააკაშვილის მხარდამჭერებმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი გაარღვიეს და საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინაში გადაიყვანეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×