რეზონანსი
14.09.2017

 (რეზონანსი) ლანჩხუთში, სოფელ ზემო შუხუთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სატვირთო ავტომობილის მძღოლი ემსხვერპლა.

წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილის საბურავს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ის არხში ჩავარდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, შემთხვევის დროს სატვირთო ავტომანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა და ის ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×